თეგებით ძიება

ხვალ, ამნისტიის კანონპროექტი დიდი ალბათობით არ დარეგისტრირება - ჯაფარიძე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხვალ დიდი ალბათობით ამნისტიის კანონპროექტი არ დარეგისტრირდება.

მისი განმარტავს, ხვალ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერები საკანონმდებლო ორგანოში შევლენ მხოლოდ იმისთვის, რომ გიორგი რურუას შეწყალების აქტი გამოიცეს:

"ხვალ ჩვენ დავრეგისტრირდებით პარლამენტში იმისათვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა დატოვოს საპატიმრო.

ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ვნახოთ, არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა, მაგრამ ხვალ, კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით არ მოხდება" ამბობს ჯაფარიძე", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მხარს უჭერს ნიკა მელიას ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

ცნობისთვის, დღეს ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" მიმართა, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, მზადაა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა