თეგებით ძიება

შალვა პაპუაშვილი: თუ ნიკა მელია გირაოს გადახდას თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს თავად

"ვფიქრობ, რომ როცა ნიკა მელია ამბობს, რომ თანხმდება გირაოს, ეს აღიარებაა - რომ ამბობდა, არ გადავიხდიო, არ იყო სწორი", - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დამოკიდებულება არასერიოზულია.

„რა დამოკიდებულებაა, თუკი გირაოს გადახდას თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს თავად. მისთვის ხომ პრინციპი ის იყო, რომ არ უნდოდა, მათ შორის გუშინდელი პოზიციაც ეს იყო, რომ მას არ უნდოდა სხვა რაღაცის ფასად გამოსვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ახლა ამბობს, ევროკავშირის ფული თუ იქნება, მაშინ გამოვა და თუ მისი ფული იქნება, არ გამოვა. უკვე არასერიოზულია ეს დამოკიდებულება. საქმე ისაა, რომ მანაც, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ და „ევროპულმა საქართველომაც“ გააცნობიერეს, რომ დამარცხდნენ და მათი დესტრუქციული დღის წესრიგი დამარცხდა. ეს ყველაფერი არის აგონია, მცდელობა, რომ იქნებ რამენაირად ჩაშალონ შეთანხმება. ამ შეთანხმების შესრულება არ ჩაიშლება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა