თეგებით ძიება

სალომე სამადაშვილი: დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება

„დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება - იმ შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო თანამონაწილეობითაა მიღწეული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულება, ქართველ ხალხს უნდა აღვუდგინოთ უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება - სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით. ეს შეთანხმება არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმების არცერთი პუნქტი არ დაირღვევა ხელისუფლების მხრიდან. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში, გათავისუფლებულს ვნახავთ გიორგი რურუასა და ნიკა მელიას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა