თეგებით ძიება

ბადრი ჯაფარიძე: პარლამენტში ჩვენი პირველი დღე დასრულდება საპატიმროდან ერთი ადამიანის გათავისუფლებით

"პარლამენტში ჩვენი პირველი დღე დასრულდება საპატიმროდან ერთი ადამიანის გათავისუფლებით. დღეიდანვე დავიწყებთ იმაზე ზრუნვას, რომ მეორე ადამიანი ასევე სწრაფად გათავისუფლდეს", - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათი ამოცანაა, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია.

„ჩვენი ამოცანაა ასევე ადგილობრივი არჩევნების იმგვარად ჩატარება, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს დაინიშნოს. ამისთვის კატეგორიულად აუცილებელია, რომ ყველა პუნქტი, რაც გათვალისწინებულია პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, სრულფასოვნად განხორციელდეს. ჩვენი მიზანია, დაუყოვნებლივ გამოვიდნენ რურუა და შემდგომ მელია საპატიმროდან. ჩვენ უნდა დავიწყოთ მომზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და მოვახდინოთ სრული განახლება საარჩევნო ადმინისტრაციის, სრული განახლება საარჩევნო კანონმდებლობის. ასევე ის მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განვახორციელოთ, რომელიც მართლმსაჯულების დეპოლიტიზებასა და სასამართლოს კლანისგან გათავისუფლებას ეხება. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა