არჩილ თალაკვაძე: მიზანმიმართული ჭორია ის, რომ მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას
"მიზანმიმართული ჭორია ის, რომ მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებული ლიდერია და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ბევრ მოქალაქეს სურს რომ კვლავ კახა კალაძეს იხილოს მერად მომავალშიც. თუმცა, პირველ რიგში ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ უახლოესი პერიოდში კამპანიის დაწყებისას საზოგადოებას წარვუდგენთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, არიან ადამიანები რომლებსაც ურჩევნიათ შეთქმულების თეორიები, მოგონილი სცენარები დაიჯერონ.
„ეს ის ხალხი გახლავთ გახლავთ, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ადამიანმა თანამდებობაზე მოსვლა ან წასვლა გადაწყვიტოს. ჩვენი გუნდის სტანდარტი გახლავთ, რომ თანამდებობები არავის თვითმიზანი არ გახლავთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.