თეგებით ძიება

არჩილ თალაკვაძე: თანამდებობა და სავარძელი „ქართული ოცნების“ გუნდში არცერთი ლიდერის თვითმიზანი არაა

„თანამდებობა და სავარძელი „ქართული ოცნების“ გუნდში არცერთი ლიდერის თვითმიზანი არაა. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი პოზიციები, თანამდებობები გამოვიყენოთ წინსვლისა და პროგრესისთვის“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, მის მიერ თანამდებობის დატოვება გაუგებარია იმ ადამიანებისთვის, „რომლთაც გარკვეული სენტიმენტები აქვთ სკამებთან დაკავშირებით“.

„პირველმა ნაბიჯებმა აჩვენა, რომ ამ შეთანხმებას ძალიან სერიოზული სამუშაო დასჭირდება. ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რომ ჩვენი უმრავლესობა დარბაზში ძალიან ძლიერი პოზიციებით იყოს წარმოდგენილი. მესმის, რომ იმ ადამიანებს, რომლთაც გარკვეული სენტიმენტები აქვთ სკამებთან დაკავშირებით, არ სჯერათ, რომ ადამიანმა ხელისუფლებიდან ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოს. თანამდებობა და სავარძელი „ქართული ოცნების“ გუნდში არცერთი ლიდერის თვითმიზანი არაა. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი პოზიციები, თანამდებებობები გამოვიყენოთ წინსვლისა და პროგრესისთვის. ამ ეტაპზე, როდესაც ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი გადალახულია, ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა