თეგებით ძიება

არჩილ თალაკვაძე: გირაო არაა იმის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე, ამისთვის საჭიროა ამნისტია

„გირაოს გადახდა არ ნიშნავს, რომ ეს ნიკა მელიას საბოლოო თავისუფლებაზე ყოფნას უზრუნველყოფს, ვინაიდან მის ბრალეულობასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით, სპეკულაციური კომენტარები კეთდება, რის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

„საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში. სიმართლე არის შემდეგი: გირაოს გადახდა ცვლის მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მოცემულობას, ანუ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, ის დატოვებს დაწესებულებას და სხვა კოლეგების მსგავსად, მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში. გირაოს გადახდა არ ნიშნავს, რომ ეს მის საბოლოო თავისუფლებაზე ყოფნას უზრუნველყოფს, ვინაიდან მის ბრალეულობასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. სწორედ ამიტომ ჩადეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დოკუმენტში ამნისტიის შესახებ პროექტი, რათა საბოლოოდ მოგვარდეს ეს საკითხი და არა შუალედურად. ამიტომ, ნიკა მელიას განცხადება მიმართულია იქით, რომ ამ შეთანხმებას დესტრუქცია მოუწყონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. გირაო არაა იმის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე. ამისთვის საჭიროა ამნისტია“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა