თეგებით ძიება

იაგო ხვიჩია: იმის თქმა, რომ კანონი არც ერთ პოლიციელს და სპეცრაზმელს არ უნდა შეეხოს, სწორი არ არის

"ჩვენი კოლეგები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობდნენ, მაგრამ ჩვენთვის არ დაუძახიათ, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს რა ეტაპზეა ეს კანონპროექტი - ზოგადად იმის თქმა, რომ ამნისტიის კანონი არც ერთ პოლიციელს და არც ერთ სპეცრაზმელს არ უნდა შეეხოს, ჩემი აზრით, არ არის სწორი", - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჯერ ვნახოთ წარმოდგენილი კანონპროექტი და შემდეგ ვიკამათოთ იმაზე, რომ ვიღაც კონკრეტულ ადამიანს შეეხება, არ შეეხება. ეს კანონპროექტი მიუღებელი იქნება თუ იქნება ამორალური, გააჩნია სხვადასხვა შემთხვევას, არიან პოლიციელები და სპეცრაზმელები, რომლებიც ცუდად იქცეოდნენ, მაგალითად, ვიღაცას მანქანაში ტენიდნენ, ან ვიღაცას ხელით შეეხნენ, ჩემი აზრით, ჩვენ თუ პატიების გზით მივდივართ, ერთმანეთის გალახვა ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ, ერთმანეთს რასაც ვერ ვპატიობთ ჯერჯერობით არის ერთმანეთის დასახიჩრება, ამიტომ მე მგონი აქ ბუნებრივად ისედაც არის ზღვარი გატარებული და ზოგადად იმის თქმა, რომ ამნისტიის კანონი არც ერთ პოლიციელს და არც ერთ სპეცრაზმელს არ უნდა შეეხოს, ჩემი აზრით, არ არის სწორი“, - განაცხადა ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა