ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ზედმიწევნით შეასრულოს შარლ მიშელის დადებული შეთანხმების პუნქტები
„ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ზედმიწევნით შეასრულოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით დადებული შეთანხმების პუნქტები, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტში სესიაზე განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ ღია, ინკლუზიური და გამჭირვალე საპარლამენტო პროცედურებზე, დავიწყოთ მუშაობა სისტემურ რეფორმებზე, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ევროკავშირში და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია და მსგავსი შიდა, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისების განმეორების თავიდან აცილებაა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, დაპირისპირების ნაცვლად ეროვნულ თანხმობასა და თანამშრომლობას ხელი შეუწყოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.