თეგებით ძიება

როდესაც მელია ამბობს, რომ ის მზადაა აღიაროს გირაო, გამოვიდეს ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს არ არის კაცური საქციელი - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გირაოს გადახდის შემთხვევაში მელია გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ისევ დაბრუნდება ციხეში. მისი თქმით, ამნისტიის ალტერნატივა გირაო ვერ იქნება:

"ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გირაო იყოს გადახდილი და მან მიიღოს ეს გირაო, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, მაგრამ გირაო რომც მიიღოს მელიამ, ის გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ თუ დადგება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ის შებრუნდება ციხეში. ამიტომ, ამნისტიის ალტერნატივა გირაო ვერ იქნება.

როდესაც მელია ამბობს, რომ ის მზადაა აღიაროს გირაო, გამოვიდეს ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია, იმიტომ, რომ ეს არის უკან დახევა, მაგრამ მას მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის კაცური საქციელი. როდესაც ის ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები ვინც მისგან იყვნენ გაბრიყვებული და უტევდნენ პარლამენტს, უნდა შევიდნენ ციხეში, ეს კაცური საქციელი არ არის. მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის გაწერილი მათ შორის შეთანხმებაში" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა