ეს არის შეთანხმების პირველი შედეგი - სამადაშვილი რურუას გათავისუფლებაზე
პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალებას პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის პირველი შედეგი, რომელიც დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად მიაღწია ოპოზიციამ. მისი თქმით, მუშაობა გრძელდება, რათა მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს:
"ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი სწორედ იმ შეთანხმების, რომელსაც მივაღწიეთ ევროპული საბჭოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი, გასული დღეების მანძილზე, ძალიან უსაფუძვლოდ და ძალიან დაუმსახურებლად, ვფიქრობ, გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც მივიღეთ ეს ძალიან გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს როდესაც ისინი ნახავენ რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც ჩვენ ვითხოვთ უკვე წელიწადნახევარია, მართლაც იქნება გათავისუფლებული ის სკეპტიკოსები რომელბიც გასული დღეების მანძილზე უსაფუძვლოდ და უსამართლოდ თავს გვესხმოდნენ, მიხვდებოდნენ რომ ეს იყო შეცდომა. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია ძალიან მალე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და დავხუროთ ეს პოლიტიკური დევნის პრობლემა მომავალ არჩევნებამდე მაინც" - განაცხადა სამადაშვილმა.