თეგებით ძიება
29. 04. 2021 სპორტი

როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალები?

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ორივე პირველი ნახევარფინალი - გუშინ, „რეალმა“ და „ჩელსიმ“ მადრიდში ფრე ითამაშეს და ყველაფრის „სტემფორდ ბრიჯზე“ გარკვევაზე მოილაპარაკეს - 1:1.

დღეს კი, პარიზში, „პსჟ-მ“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1:2 დამარცხდა.

საპასუხო მატჩები, ლონდონსა და მანჩესტერში უკვე მომდევნო კვირას, 4 და 5 მაისს გაიმართება.

4 მაისს „სიტი“ „პსჟ-ს“ უმასპინძლებს, 5-ში კი „ჩელსი“ „ბრიჯზე“ მადრიდის „რეალს“ დაუხვდება.

რაც შეეხება გადამწყვეტ დაპირისპირებას, ის სტამბოლში, 29 მაისს შედგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა