თეგებით ძიება
29. 04. 2021 სპორტი

ევრობასკეტზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

ბერლინში ევრობასკეტი 2022-ის წილისყრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ჯგუფურ ეტაპზე გაირკვა.

ჩვენს ჯგუფში არიან: თურქეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი.

წინასწარ ცნობილი იყო, რომ თურქეთის (პარტნიორი ქვეყანა) გარდა საქართველოსთან ერთად ჯგუფში რუსეთი მოხვდებოდა. ეს უკანასკნელი საქართველოს ჯგუფში ბუნებრივად აღმოჩნდა, რადგან წინასწარ იყო ცნობილი, რომ IV კალათის დანარჩენი სამი წარმომადგენელი წილისყრისას ჩვენს ჯგუფში ვერ მოხვდებოდა: იტალია და ჩეხეთი თანამასპინძლები არიან, ხოლო ლიეტუვა პარტნიორად გერმანიამ აირჩია. დარჩა მხოლოდ რუსეთი.

A ჯგუფი: საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი.

B ჯგუფი: გერმანია, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია.

C ჯგუფი: იტალია, ესტონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი.

D ჯგუფი: ჩეხეთი, პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 41-ე ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის თამაშები თბილისში, მილანში, პრაღასა და კელნში ჩატარდება, ხოლო ფინალურ ეტაპს (პლეი ოფის თამაშებს) გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.

ფინალური ეტაპი მერვედფინალიდან იწყება, რომელშიც ოთხი ჯგუფის საუკეთესო ოთხ-ოთხი გუნდი გავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა