თეგებით ძიება
29. 04. 2021 სპორტი

ფლორენცი: "სიტის ომი ჯერ არ მოუგია"

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ პირველ დაპირისპირებაში „პარი სენ ჟერმენმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ბრიტანელებმა განმეორებითი მატჩის წინ შესანიშნავი უპირატესობა მოიპოვეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარიზელთა მარჯვენა მცველმა ალესანდრო ფლორენციმ ემოციური კომენტარი გააკეთა.

„მატჩს მიმდინარეობისას საკუთარი თავი დავკარგეთ. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. მინდორზე 22 გამორჩეული ფეხბურთელი ვიყავით. წინ საბრძოლველად კიდევ 90 წუთია. პირველი გოლის დროს მეტოქეს გაუმართლა, მეორედ კი ცოცხალმა კედელმა ცუდად ითამაშა. ასეთ დონეზე მცირე დეტალები უდიდეს განსხვავებას ქმნის. ყველაფრის მიუხედავად, ჯერჯერობით მხოლოდ ბრძოლის ნახევარი გავიდა. მათ ჯერ ომი არ მოუგიათ. ვიმედოვნებ, რომ სტუმრად მოგების ტრადიციას გავაგრძელებთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის, რაც მანჩესტერში მოსაგებად გვჭირდება. გვჭირდება 11 მეომარი, რომლებიც მოედანზე სიკვდილისთვის მზად არიან.“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა