ინგლისურმა საფეხბურთო კლუბებმა სოცქსელებში ბოიკოტი გამოაცხადეს
ინგლისური საფეხბურთო კლუბების უმრავლესობამ დევიზით #StopOnlineAbuse #NoRoomForRacism 30 აპრილიდან სოციალურ ქსელებში 4-დღიანი ბოიკოტი გამოაცხადა.
ბოიკოტის მიზეზი სოცქსელების მომხმარებელთა მხრიდან ფეხბურთელების მიმართ დამამცირებელი და დისკრიმინაციული კომენტარები გახდა.
არსებული ინფორმაციით, კლუბები პროტესტის ნიშნად სოცქსელებში პოსტებს 3 მაისამდე აღარ განათავსებენ.