თეგებით ძიება
30. 04. 2021 მსოფლიო

Tesla-ს უპილოტო ავტომობილის ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკული ელექტრომანქანების მწარმოებლის, Tesla-ს მიერ შექმნილი ავტომობილი ტეხასში ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპულია ორი ადამიანი, - ამის შესახებ BBC წერს.

არსებული ინფორმაციით, 2019 წელს გამოშვებული Tesla Model S მოსახვევში დიდი სიჩქარით შევიდა. დაღუპულებიდან ერთი წინა სავარძელზე, მეორე კი - უკანა სავარძელზე იპოვეს. ორივე 50 წელს გადაცილებული პირია.

პოლიცია ამბობს, რომ შემთხვევის დროს მძღოლის სავარძელზე არავინ იჯდა.

როგორც Tesla-აცხადებს, ამ წლის მოდელები ნახევრადავტომატურია და რთულ ვითარებაში, მისი მართვა ადამიანსაც შეუძლია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა