თეგებით ძიება
30. 04. 2021 მსოფლიო

Adobe-ის თანადამფუძნებელი და PDF​-ფორმატის შემქმნელი ჩარლზ გეშკე გარდაიცვალა

ბიზნესმენი, კომპანია Adobe-ის ​თანადამფუძნებელი ჩარლზ გეშკე გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გეშკე 81 წლისა იყო, მისი გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე არ სახელდება.

„ეს დიდი დანაკარგია Adobe-ისთვისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიისთვის, რომლისთვისაც გეშკე ათწლეულების განმავლობაში გმირი და მაგალითი იყო“, - დაწერა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შანტანუ ნარაიენმა.

გეშკემ Adobe-ი 1982 წელს, ჯონ უორნოკთან ერთად დააარსა. მოგვიანებით მათ შეიმუშავეს ფორმატი Portable Document Format (PDF). 2009 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გეშკე და უირნოკი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში აშშ-ის ეროვნული მედლით დააჯილდოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა