თეგებით ძიება

ხაშურელმა დეპუტატმა ჭონაზე მისულ ბავშვებს 100-100 ლარი აჩუქა

29 აპ­რი­ლის სა­ღა­მოს, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ოსი­ა­ურ­ში 8-დან 10 წლამ­დე ასა­კის 9 ბავ­შვი ტრა­დი­ცი­ულ ჭო­ნა­ზე გა­ე­შუ­რა. ჯერ სულ ხუ­თი­ო­დე კვერ­ცხი ჰქონ­დათ შეგ­რო­ვი­ლი, გია და რო­მან მე­ტი­ვიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლს რომ მი­ად­გნენ.

სახ­ლი­დან, ოჯა­ხის სიძე ლე­ვან გამ­რე­კე­ლი გა­მო­ვი­და და მან­ქა­ნის­კენ გა­ე­შუ­რა. მას წი­თე­ლი კვერ­ცხი არ აღ­მო­აჩ­ნდა, გა­და­წყვი­ტა პა­ტა­რე­ბის­თვის გული არ და­ე­წყვი­ტა და ხელ­ცა­რი­ე­ლი არ გა­ეშ­ვა. გამ­რე­კელ­მა თი­თო­ე­ულს 100 ლარი აჩუ­ქა.

ერთ-ერ­თმა არას­რულ­წლო­ვან­მა სა­ჩუქ­რის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

– ჭონა უძ­ვე­ლე­სი ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­აა, ადრე, ამ რი­ტუ­ა­ლის დროს, მოზ­რდი­ლე­ბიც და­დი­ოდ­ნენ სო­ფელ­ში, კვერ­ცხის გარ­და, სურ­სათს აგ­რო­ვებ­დნენ, მერე კი ერ­თად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ლხინს მარ­თავ­დნენ. ეს ტრა­დი­ცია სოფ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში მი­ი­ვი­წყეს, ზო­გან კი მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის სა­ხა­ლი­სო რი­ტუ­ა­ლად შე­მორ­ჩა, სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, წა­მე­ხა­ლი­სე­ბი­ნა, ვკი­თხე, რამ­დე­ნი იყ­ვნენ, 9 ბავ­შვი აღ­მოჩ­ნდა და 900 ლარი ვა­ჩუ­ქე, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი, – აღ­ნიშ­ნა ლე­ვან გამ­რე­კელ­მა.

გამ­რე­კე­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან” ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ოსი­ა­უ­რის თე­მი­დან საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 97 %-ით გახ­და. მას ხელ­ფა­სი არას­დროს აუ­ღია და თან­ხა ჯერ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა სახ­ლის, შემ­დეგ სუ­რა­მის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის და ასე­ვე, სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპარ­ქი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მშე­ნე­ბა­რე ბა­ნას სა­მო­ნას­ტრო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის ან­გა­რიშ­ზე ირი­ცხე­ბო­და.

– ვიდ­რე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი გავ­ხდე­ბო­დი, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით ბიზ­ნესს ვა­წარ­მო­ებ­დი, ახლა კი, ფერ­მე­რულ მე­ურ­ნე­ო­ბას და ოჯა­ხის სხვა ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას ჩემი ძმა, შვი­ლი და მე­უღ­ლე მარ­თა­ვენ, – ამ­ბობს გამ­რე­კე­ლი.

ჭო­ნა­ზე, აღ­დგო­მის კვი­რის ხუთ­შა­ბა­თი­დან შა­ბა­თის ჩათ­ვლით, მო­ზარ­დე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და სიმ­ღერ-სიმ­ღე­რით კა­რი­კარ შე­მო­ივ­ლი­ან სო­ფელს, მერე კი შეგ­რო­ვილ კვერ­ცხებს ინა­წი­ლე­ბენ.

akhalitaoba.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა