თეგებით ძიება
01. 05. 2021 მსოფლიო

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი საზღვარზე ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მხარეებმა 4-პუნქტიან დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, მხარეები კონფლიქტის ზონიდან სამხედრო მოსამსახურეებს გაიყვანენ.

ორ ქვეყანას შორის სიტუაცია დაუდგენელი საერთო საზღვრის გამო დაიძაბა. ვითარება განსაკუთრებით 29 აპრილის შემდეგ გამწვავდა, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი კი დაშავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა