თეგებით ძიება

"იგრიალეთ კაი რუსულ ტუსოვკურ მუზიკაზე" - იაგო ფრანგიშვილი ქართულ მედიას მიმართავს

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი საქართველოს მედიასივრცეს სოციალურქსელში მიმართავს:

"გარდა იმისა, რომ მიღებული პირველივე კანონი, ერთობლივი პარლამენტის პირველივე ერთობლივი კანონი ,,დიდი ამინისტიის,, სახლეწოდებით სრული კატასტროფა და უკანონობის აპოლოგეა იყო
და ფაქტობრივად გაატარეთ
მოხდა კიდევ უფრო დიდი უკანონობა,
რომელიც უკვე არა იმ 50მდე ადამიანს შეეხება, ვინც 20 ივნისის აქციაში პროტესტანთთა თუ თვალდამთხრელტა მხარეს იყო,
არა,
ეს ახალი ,,ხულიგანის,, კანონით ცნობილი და უკვე მიღებული კანონი შეეხება ასიათასობით ადამიანს ,,ოცნების,, ხელისუფლების მომავალ 15 წელში - აქ მე პუტინის 2036მდე ცარობას ვგულისხმობ, სანამ ის იქნება და ოპოზიცია ასე მკვდარი იქნება, მანამ ,,ოცნება,, ხელისუფალი იქნება.
რაა ეს ,,ხულიგანის,, ცვლილებები ახალ არამარტო სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციულ კანონში?
იცით?
არა მგონია რომ არ იცით.
იცით, მაგრამ, სავსე გაქვთ ჯიბე ბიძინას წყალობით ნაშოვნი ფარათი და ამიტომ - ვითომდა არ იცით,
ნე ვიჟუ, ნე გლიჟუ, ნე სლიშუ და პო კალენუ
ახლა აი ეს ციტატი ,,ოცნებელის,, არგუმენტაციიდან, თუ რატომაა ეს ახალი კანონი კარგი
,,ადმინისტრაციულად დაკავებული პირი სამუშაო დღეებში 12 საათში წარედგინებოდა სასამართლოს, არასამუშაო დღეებში - 48 საათამდე იყო ვადა. ცვლილებაში ჩაიწერა - ყველა პირველივე შესაძლებლობისთანავე, უნდა წარედგინოსო და არაუგვიანეს 24 საათისა, რაც კიდევ 24 საათი შეიძლება გახანგრძლივდეს.,,
პირველი, და ეს მთავარიცაა, საქმე ,,ადმინისტრაციულად,, და არა სისხლის სამართლით ან სხვა რაღაც საქმეებზე დაკავებულებს ეხებათ და ეს წლიურად ასიათასამდეა.
წაიკითხეთ კანონის სიკარგის არგუმენტი?
რაა არსი?
არსი ისაა რომ, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თუ დაგაკავებდნენ, მაშინ მაქსიმუმ 12 საათი უნდა გეყურყუტა პოლიციაში და 12 საათის მერე მოსამართლეს ან უნდა გაეშვა და ან უნდა ჩაესვა წინასწარ პატიმრობაში.
ახლა ეს დრო გაოთხმაგდა და ავიდა 48 საათზე, თუ მოუნდა და რომც არ მოუნდეს, გაორმაგება მაინცაა.
რუსულად გადავთარგმნიდი დიდი ოპოზიციური არხებისათვისაც, მაგრამ, არ მაქვს რუსული ტასტატურა.
ტაკ შტო, დაშლო???
მეორე ნაწილი და აქაც დააკვირდით
,,აქამდე წვრილმანი ხულიგნობისთვის იყო 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა. ეს არ შეცვლილა, მაგრამ დაემატა, რომ 1 წლის განმავლობაში თუ მეორედ, მესამედ და ა. შ. თუ გაიმეორებს - 1500-დან 2000 ლარამდეა ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობა.,,
ანუ, რას შეიცვალა?
თუ განმეორდა, მაშინ გაოირმაგდა და რაა ,,წვრილმანი ხულიგნობა..?
ეს მგონი იცით.
მაგალითად პოლიციის მანქანას ბრაზიანმა ხელი დაარტყა, ან პოლიციის თანდასწრებით მოცემულობით განუსაზღვრელში შეიგინო საჯაროდ,
პილიციელს თუ შეაგინე, ეს უკვე არაა ,,წვრილმანი,,
ახლა კი მესამე ნაწილი
,,პოლიციის წინააღმდეგობისთვის აქამდე იყო ჯარიმა 1000-დან 4000 ლარამდე ან 15 დღემდე პატიმრობა. აქ შეიცვალა ჯარიმა და გახდა 2000-დან 3000 ლარამდე. პატიმრობის ვადა არ შეცვლილა. ანუ ჯარიმის ქვედა ზღვარი 1000 ლარით ავწიეთ და ზედა ზღვარი ამდენივეთი დავწიეთ. განმეორების შემთხვევაში (როგორც მეორე ცვლილებაში) - ჯარიმა 3500-დან 4500 ლარამდე ან პატიმრობა 7-დან 15 დღემდე.,,
ესეც ციტატია ,,ოცნებისაგან,, იმ ჯურისა, რასაც ჰქვია ,,აი რა კაი კანონი მივიღეთ,,.
ბიძინასი არ იყოს, ჩაიკითხეთ???
რა აზრი გამოიტანეთ?
ადრე ,,წინააღმდეგობის გაწევისთვის,, ქვედა ზღვარი იყო 1000 ლარი, გინდაც ხუთჯერ გექნა და ახლა კი განმეორებაზე ქვედა ზღვარი გასამმგდა, 3.000 ლარი გახდა და ზედა ზღვარიც გაიზარდა 4500 ლარამდე
და ახლა ისიც გითხრათ, თუ რა ითვლება საქართველოში ,,წინააღმდეგობის გაწევად,,?
პოლიციელი რომ მოვა და ჯიბეში ხელის ფათურს არ დაანებებ, და ეტყვი მე თვითონ ამოვალაგებ ჯიბიდანო, აი ეს უკვე წინააღმდეგობაა,
დადანწრიახებული ხელის თუ ცოტათი შეითავისუფლე და არ მოატეხინე, ესეც წინააღმდეგობაა.
პოლიტიკურად აქტიურს დღეში ორჯერ და სამჯერ ამოგიწერს 3.000 ან 4.500 იან ჯარიმას
რატომ მივმართავ ,,მედიას,, და არა მაგალითად ქართველ იურისტ-სამართალმცოდნე ოპოზიციონერებს თუ ახლა გადეპუტატებულებს?
იმიტომ რომ ისინი არაიან მკვდრები
იყვნენ მკვდარცოცხლები და ახლა მკვდრებია
და მკვდრები სასაფლაოზეა
სასაფლაოზე გასვლა კი ,,ოცნებამ,, კიდევ ერთი კანონით აკრძალა და
აი იმ,
საკუთარი გარდაცვლილის საფლავთან მისვლის აკრძალვაზე რომ არცერთ მედიას კრინტიც არ დაუძრავს,
ბევრს რომ გაუხარდა კიდეც
\',,კიდე კაი ეს დერევენშინა საფლავზე გასვლა სულ ტეხავდა და ახლა გვეშველაო,,
აი ასეთ ხალხს როცა მიმართავ, წინასწარვე იცი რომ უაზრობაა, სისულელეა
მაგრამ მაინც გასაკეთებელია უბრალოდ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მართლა ბნელი არ ეგონოს ამ უკვე გარდაცვლილებს ვინმე, გარდა საკუთარი თავისა.
ძაღლისა და საფლავის სხვადასხვა ცხრასართულიანი კომბინაცია იმერლებმა იციან ზედმიწევნით და ეს ჩამკვდარები როცა იქნება და იქ მოხვდებით, სადაც ყველა მოხვდება როცა იქნება,
მერე ცხრავე სართულზე იგრიალეთ კაი რუსულ ტუსოვკურ მუზიკაზე ბალალიკით", - წერს ფრანგიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა