თეგებით ძიება

"დედა, ბოდიში გუშინ რომ ვიტირე, მომენატრე, მინდა, ჩაგეხუტო...ძალიან მიყვარხარ მაინც ზეცაში წასული!"- მეგი ბაქრაძის შვილების ემოციური წერილი

კორონავირუსის აცრის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის შვილების ემოციური წერილი ვრცელდება სოციალურ ქსელში.

"დედა, ძალიან მომენატრე. მინდა, რომ ჩაგეხუტო, დედა. დედა, ბოდიში გუშინ რომ ვიტირე, იმიტომ, რომ მომენატრე. დედა, მინდოდა გულში ჩამეკარი, მაგრამ ზეცაში წახვედი. დედა , მიყვარხარ და მენატრები. შენმა მშობლებმაც იტირეს, დედა. დედა, გუშინ საბა მთვრალი იყო, როლიკებით კინაღამ ცხვირ-პირი მოიმტვრია. შარვალი და ზედა ძლივს გავხადეთ. სალი. დედა, მომენატრე, ძალიან მიყვარხარ მაინც ზეცაში წასული! შენი სალი და საბა", - წერია ბავშვების მიერ დედისთვის მიწერილ წერილში.

\"დედა, ბოდიში გუშინ რომ ვიტირე, მომენატრე, მინდა, ჩაგეხუტო...ძალიან მიყვარხარ მაინც ზეცაში წასული!\"- მეგი ბაქრაძის შვილების ემოციური წერილი


შეგახსენებთ, რომ ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, მეორე დღეს, 19 მარტს კი გარდაიცვალა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.


წერილს "მეტრომონი" ავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა