ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირი მოიგო
მიუნხენში, 250-იანი კატეგორიის ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩემპიონობა არავის დაუთმო, რითაც კარიერაში ATP-ის მეხუთე ტიტულსაც დამსახურებულად დაეუფლა.
ფინალში ბასილაშვილის მეტოქე იან ლენარტ-შტრუფი იყო. მატჩი მოლოდინისამებრ დაძაბული კი გამოდგა, მაგრამ პირველივე გეიმიდან ქართველი ჩოგბურთელის დომინირება იგრძნობოდა. საბოლოოდ, მატჩი 6:4, 7:6 დასრულდა.
ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და განახლებულ რეიტინგშიც რამდენიმე საფეხურით დაწინაურდება.
შეგახსდენებთ, რომ 13 მარტს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 1 153 560) მოიგო.