თეგებით ძიება

რამდენი ლარით დააჯარიმეს რომანტიკოსი მეგრელი? - რას წერს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"მოკლედ რომანტიკოსი მეგრელი 3 020 ლარით დააჯარიმეს, აქედან:

2000 ლარით - კომენდანტის საათის დარღვევის გამო.

1000 ლარით - თვითმკვლელობის მცდელობის გამო.

20 ლარით - ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილების გამო.

აი კაცი რომ ისედაც ძლივს სუნთქავდა, ცეცხლში იწვოდა და დენზე იყო შემდგარი, სიყვარული რომ ხელიდან ეცლებოდა და ფილტვში ჰაერი არ ჩასდიოდა რა პირბადეს სთხოვთ ხალხოოო, რა 20 ლარი", - წერს შარაშია.

შეგახსენებთ, გუშინ, ზუგდიდში, ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც გავრცელდა, სუიციდის მიზეზი საყვარელი ქალისგან ნათქვამი უარი იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა