თეგებით ძიება
04. 05. 2021 მსოფლიო

არეულობა კოლუმბიაში - დაჭრილია 840 ადამიანი

მე-6 დღეა კოლუმბიაში მანიფესტაციები მიმდინარეობს. მოსახლეობა გადასახადების გაზრდას აპროტესტებს.

არეულობების შედეგად დაიჭრა 840 ადამიანი. დაშავებულთა შორის პოლიციის 540 თანამშრომელია.

სამართალდამცავებმა 431 დემონსტრანტი დააკავეს.

ბანკები და მაღაზიები დარბეულია.

ქვეყნის პრეზიდენტის, ივან დუკეს ბრძანებით რიგ ქალაქებში ჯარია შეყვანილი.

ამასთან, ივან დუკემ საგადასახადო რეფორმის პროექტი უკან გაიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა