თეგებით ძიება
04. 05. 2021 მსოფლიო

ანტარქტიდის დნობის შედეგად, ზღვის დონემ შეიძლება მოსალოდნელზე 30 პროცენტით მეტად აიწიოს — ახალი კვლევა

.



საუკეთესო პროგნოზების მიხედვით, მომდევნო 1000 წლის განმავლობაში ოკეანის დონემ 3,2 მეტრით უნდა აიწიოს, მაგრამ როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ეს საზარელი რიცხვიც კი შეძლება ცოტა ოპტიმისტური იყოს. შესწორებული პროგნოზის მიხედვით, მომდევნო ათასწლეულში ზღვის დონემ შეიძლება ამაზე ერთი მეტრით მეტით, ანუ 30 დამატებით პროცენტით მოიმატოს.

ასეთ შედეგებს სერიოზული გავლენა ექნება კლიმატის ცვლილების მოდელირების გზებზე.

„დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობით გამოწვეული ზღვის დონის მატების ყოველი პროექცია ეფუძნება კლიმატის მოდელირებას; ეს პროექციები საუკუნის ბოლომდე ან იმის იქითაც მიდის და როგორც ჩანს, საჭირო იქნება მათი გადახედვა“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის დედამიწისა და პლანეტური მეცნიერი ჯერი მიტროვიცა.


„ამ ეფექტის მასშტაბმა შეგვზარა. წინა კვლევები, რომლებიც ამ მექანიზმს ითვალისწინებდა, მას უარყოფდა და უადგილოდ მიიჩნევდა“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის დედამიწისა და პლანეტური მეცნიერი ლინდა პენი.

პენმა, მისმა კოლეგა ეველინ პოუელმა და მათმა ჯგუფმა ეს ეფექტი პირველად მაშინ შენიშნეს, როდესაც ზღვის დონის ცვლილების განსხვავებულ პროექტზე მუშაობდნენ. როდესაც გაანგარიშებები შეასრულეს, შენიშნეს, რომ წყლის განდევნის მექანიზმზე ზღვის დონის იმაზე მეტი მატება მოდიოდა, ვიდრე ელოდნენ; შესაბამისად, ამ საკითხის გარკვევაზე გადაერთნენ.

მრავალი სხვადასხვა კვლევის მიხედვით, დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ მანტია თავთხელია და ნაკლებად წებოვანია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზედა მიმართულებით ის სწრაფად უნდა წავიდეს და ნადნობი წყალი გამოდევნოს. ამის შესახებ ცნობილია, მაგრამ თითქმის არ იყო შეფასებული ამ პროცესის წვლილი ზღვის დონის მატებაში.

ანტარქტიდის უდიდესი, ყველაზე საშიში მყინვარი მალე შეუქცევადი დნობის წერტილს მიაღწევს
მსგავსი: ანტარქტიდის უდიდესი, ყველაზე საშიში მყინვარი მალე შეუქცევადი დნობის წერტილს მიაღწევს
თუმცა, ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გაანგარიშებებმა ამ კვლევებს შემატა მანტიის კომპლექსური, სამგანზომილებიანი ვისკოელასტიკური სტრუქტურა და გამოიყენა დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობით გამოწვეულ ზღვის დონის ცვლილების წარსულისა და სამომავლო ცვლილებათა მოდელირებისთვის.

გამოთვლების მიხედვით, ბოლო ინტერგლაციალურ პერიოდში, ანტარქტიდის ყინულის საფარის კოლაფსის შედეგად ზღვის დონემ 3-4 მეტრით აიწია; ჯგუფის გათვლების მიხედვით, წყლის განდევნის მექანიზმმა მომდევნო 1000 წლის განმავლობაში ზღვის დონე ერთი მეტრით კიდევ ასწია.

„არ აქვს მნიშვნელობა, რა სცენარს გამოვიყენებთ დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის კოლაფსისთვის, ყველა მათგანმა მიუთითა, რომ ზღვის დონე დამატებით ერთი მეტრითაც აიწევს“, — ამბობს პენი.

სერიოზული გაფრთხილება წარსულიდან — გრენლანდიის ყინულებიდან ამოღებული უძველესი მცენარეები არასასიამოვნო ამბებზე მიუთითებს
„როდესაც ყინულის დნობა წყდება, ზღვის დონის მატება არ ჩერდება. ზარალი, რომელსაც სანაპირო ზოლებს ვაყენებთ, საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდება“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის დედამიწისა და პლანეტური მეცნიერი ლინდა პენი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა