თეგებით ძიება

ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, გვარია - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი, ჩოგბურთელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.

"კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს - ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია.“ - წერს ფოტოს კომენტარად ნეკა დოროყაშვილი.

ცნობისთვის: ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სასამართლოში კიდევ ერთი, დამაზუსტებელი სარჩელი შევიდა.

სარჩელის ავტორი მისი ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილია. 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი ჩოგბურთელისთვის ალიმენტის სახით სოლიდური თანხის დაკისრებას მოითხოვს.

ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, "რუსთავი 2" სარჩელის დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს, თუმცა გეტყვით, რომ საუბარია წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარზე, რომელიც, სარჩელის მიხედვით, ბავშვის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურად მიმდინარეობს ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.

ბრალდების თანახმად, 2020 წლის 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დღეს ჩოგბურთელის ვაჟი 6 წლის გახდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში მიულოცა ვაჟიშვილს დაბადების დღე.

"ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო, გილოცავ" - დაწერა ბასილაშვილმა "ფეისბუქზე" და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა