თეგებით ძიება
04. 05. 2021 მსოფლიო

საქართველოში წიწიბურა აღარ შემოვა? - რუსეთი წიწიბურის ექსპორტს კრძალავს

რუსეთი 5 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით წიწიბურის მარცვლეულის და ბურღულეულის ექსპორტს კრძალავს.

წიწიბურისა და წიწიბურის ბურღულის ექსპორტის დროებითი შეზღუდვის ინიციატივით რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოვიდა. მიზეზად კი შიდა ბაზარზე წიწიბურასა და წიწიბურას ბურღულეულის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება დასახელდა.

მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის რუსეთის წიწიბურას ყველაზე მსხვილი მყიდველი ჩინეთია. მეორე ადგილზე ლატვია, შემდეგ კი უკრაინა.

რაც შეეხება საქართველოს, საქართველოში წიწიბურის 90% ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოდის.

rustavi2.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა