თეგებით ძიება

"ეს არაკაცები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ!" - ირინა სარიშვილი

ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი გარეჯის ინციდენტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"არა აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ჟურნალისტზე და ივერი მელაშვილზე თავმდასხმელები – გადაცმული თუ ნამდვილი ბერები, ცრუ თუ რეალური გარეჯელები, ყველა შემთხვევაში ეს არაკაცები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ!

ეს დავწერე და თან ზუსტად ვიცი რომ ამგვარი დანაშაულის უკან ის ხელისუფლებაა, რომლისგანაც სამართალს ვითხოვ – ორგანიზატორიც და დამნაშავეთა დამცველიც ამ ხელისუფლებაშია და სასამართლოც ამ ხელისუფლების კარნახით მოქმედებს! თუმცა შემსრულებლების დასჯაც საქმეა და ეს მაინც უნდა შევძლოთ რომ სანამ შეიცვლება, ხელისუფლებამ საკუთარი პაიკები გაწიროს – სხვები გაითვალისწინებენ.
ვივარგებთ – მინიმუმ შემსრულებლებს დავასჯევინებთ და ასე ამათი დასასრულის დღეც მოვა.

არ ვივარგებთ და მხოლოდ კაკუნში შევეჯიბრებით ერთმანეთს და დაველოდოთ მაშინ 2030 წელს!", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, სასულიერო პირების მხრიდან ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულიხსმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა