თეგებით ძიება

"მადლობა სიცოცხლე რომ მაჩუქეთ! ექიმები ჩვენი მფარველი ანგელოზები არიან აქ" - გიორგი აბდალაძე კლინიკიდან გაწერეს

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელიც კორონავირუსს 45 დღის განმავლობაში კლინიკაში ებრძოდა, კლინიკიდან გაწერეს. ფოტოგრაფი ექიმებს სოციალურ ქსელში საჯარო მადლობას უხდის.

"ცოტაა ადამიანი რომელიც ერთხელ მაინც, ნუუუ ძალიან მსუბუქად არ ყოფილა ავად. მეც ესეთ ადამიანად ვთვლიდი თავს და მეგონა, რომ ჩემს ჯანმრთელობას, ენერგიას, ენთუზიაზმს არაფერი და ვერაფერი დაემუქრებოდა. ვაღიარებ, ვცდებოდი! ამ ვერაგმა ვირუსმა წარმოუდგენლად შეცვალა ყველას ცხოვრება, მათ შორის ჩემიც. კიდევ ერთხელ და კიდევ უამრავჯერ!!!! მინდა გადავუხადო უდიდესი მადლობა ექიმებს, რომლებმაც 45 დღე თავდაუზოგავად იბრძოლეს ჩემი სიცოცხლხის გადასარჩენად! დღეს მე უკვე ჩემს სახლში ვარ, ჩემს ოჯახთან ერთად ვარ. ექიმები ჩვენი მფარველი ანგელოზები, არა ,,იქ" არამედ აქ ჩვენს გვერდით, ჩვენთან ძალიან ახლოს. მადლობა ყველა ექიმს, მედდას, სანიტარს, დამხმარეს და უდიდესი მადლობა სასწრაფო დახმარების ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც საოცარებებს ჩადიან და ცდილობენ არცერთი წამი არ დაკარგონ სიცოცხლის გადასარჩენად. ქედს ვიხრი თქვენი შეუპოვრობის წინაშე!!!!

ყველას უდიდესი მადლობა.მეგობრებს რომლებოც ყოველ წამს ჩემს გვერდით იყვით და მეხმარებოდით ,მაძლიერებდით მადლობა ,ბედნიერი ადამიანი ვარ რომ მყავხართ, მიყვარხართ და მეამაყებით, მადლობა სიცოცხლე რომ მაჩუქეთ!
# ,ყველას სწრაფ გამოჯანმთრელებას ვუსურვე! მადლობაგადრჩენისთვის", - წერს აბდალაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა