თეგებით ძიება

რუსთაველი გოგოს ამერიკული ცხოვრება და უცხოელი შეყვარებული - როგორ ცხოვრობს ეკუნა ყანჩაველი

სოციალურ ქსელში ცნობილი მომღერალი და რეპერი ეკუნა ყანჩაველი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და თავისი ყოველდღიურობიდან საინტერესო დეტალებს გამომწერებს უზიარებს. რუსთავიდან დაწყებული სახალისო ვიდეოებითა და პატარ-პატარა სკეტჩებით ეკუნამ ქართველ საზოგადოებას თავი გააცნო, შეაყვარა და პოპულარულიც მალევე გახდა.

ეკუნა ამერიკაში მოხვედრაზე ოცნებობდა, ვიზის აღებას დიდხანს ელოდა, ერთ-ერთ ზაფხულს კი ცხოვრების რამდენიმეწლიანი უფლება მიიღო, ოცნება აიხდინა და ამერიკაში წავიდა.
ეკუნამ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას თავისი შეყვარებული გააცნო, თუმცა ბიჭის სახელი და გვარი კვლავ ინკოგნიტოდ დატოვა. ყანჩაველი და მისი მეორე ნახევარი ერთ წელზე მეტია ერთად არიან - როგორც კომენტარებში წერენ, ეკუნას შეყვარებული წარმოშობით არაბია, თუმცა მომღერალი ბიჭის ვინაობასა და წარმოშობაზე ჯერ არ საუბრობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა