თეგებით ძიება
05. 05. 2021 მსოფლიო

მალიში გატაცებული ფრანგი ჟურნალისტის ვიდეომიმართვა ინტერნეტში გავრცელდა

მალიში გატაცებული ფრანგი ჟურნალისტის ოლივიე დიუბუას ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ჟურნალისტი ისლამისტებმა მალის ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით ერთი თვის წინ გაიტაცეს. ვიდეომიმართვაში ის სთხოვს საფრანგეთის ხელისუფლებას, რომ მის გასათავისუფლებლად ყველა შესაძლო ზომა მიიღონ.

„მე ვარ ოლივიე დიუბუა. ფრანგი ჟურნალისტი. ქალაქ გაოში 8 აპრილს გამიტაცეს. მივმართავ ჩემს ოჯახს, მეგობრებს, საფრანგეთის ხელისუფლებას, რომ მათ ყველაფერი იღონონ და მე გამათავისუფლონ“ - ამბობს დიუბუა 21-წამიან ვიდეოში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა