თეგებით ძიება
05. 05. 2021 მსოფლიო

რუსეთიდან წიწიბურის ექსპორტი 5 ივნისიდან 31 აგვისტომდე იზღუდება

რუსეთის მთავრობის დადგენილებით, 5 ივნისიდან 31 აგვისტომდე ქვეყნიდან წიწიბურის ექსპორტი იკრძალება. ამის შესახებ სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

აკრძალვას ხელს აწერს რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი და ის „სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ არის მიღებული. აკრძალვა არ ვრცელდება ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ასევე სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი სამხედროების უზრუნველყოფაზე.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში წიწიბურის ფასი რუსეთში 36%-ით გაიზარდა. რუსეთში წარმოებული წიწიბურის მეოთხედი საზღვარგარეთ იყიდებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა