თეგებით ძიება
05. 05. 2021 მსოფლიო

მე ჟურნალისტი ვარ. 8 აპრილს გაოში გამიტაცეს - მალიში გატაცებული ფრანგი ჟურნალისტის ვიდეომიმართვა

გასულ თვეში მალის ჩრდილოეთით ქალაქ გაოში ისლამისტი მებრძოლების მიერ გატაცებული ფრანგი ჟურნალისტის ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ის საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ მის გასათავისუფლებლად.
"მე ოლივიე დუბუა ვარ. ფრანგი ვარ. მე ჟურნალისტი ვარ. 8 აპრილს გაოში გამიტაცეს ალ-ქაიდას დაჯგუფების წევრებმა. მივმართავ ჩემს ოჯახს, მეგობრებს და საფრანგეთის ხელისუფლებას, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ, რომ მე გამათავისუფლონ", - ნათქვამია ვიდეოში.
საფრანგეთის ხელისუფლება ამ ფაქტზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ასევე, ფრანგული მედია არ არის დარწმუნებული, თუ რამდენად ავთენტურია გავრცელებული ვიდეო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა