თეგებით ძიება

"კატასტროფა გვიახლოვდება..." - ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი საქართველოში გართულებული ეპიდვითარების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ინდოეთში ახალინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი არის მისი მოსახლოების დაახლოებით 0.02%. ჩვენი დღევანდელი ახალი ინფიცირების მაჩვენებელი არის ჩვენი მოსახლეობის 0.05%. მთელი მსოფლიო ფეხზე დგას, ინდოეთს ეხმარება, ვისაც რითი შეუძლია – ჟანგბადით, აპარატურით, წამლებით, ვაქცინებით. ნუთუ არ შეგვიძლია ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს დახმარება? ამერიკაც და ევროკავშირიც მოგვცემენ დარწმუნებული ვარ ვაქცინას სწრაფად. თუ ამათი ჩინური ვაქცინით და დღეში აცრილი 2000 ადამიანით ვაპირებთ კოვიდის დამარცხებას? კატასტროფა გვიახლოვდება და ასე არხეინად უნდა ვიყოთ და საფლავზე კვერცხების გადაგორების უფლებისთვის ვიბრძოლოთ? კარგი, ხელისუფლება უტვინოა, თქვენ რაღა მოგივიდათ, ოპოზიცია? ნუთუ არ შეგიძლიათ თქვენი კონტაქტები გამოიყენოთ, ერთობლივი მიმართვა გაუგზავნოთ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს? რამ გამოგვათაყვანა ყველა? უკვე აღარ ვიცი ეს ქვეყანა საერთოდ როგორ არსებობს რუკაზე", - წერს ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა