თეგებით ძიება
06. 05. 2021 მსოფლიო

HBO-მ „დრაკონის სახლის“ პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა

HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის, „დრაკონის სახლის“ პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა. ამის შესახებ Variety წერს.

3 ფოტოზე სერიალის რამდენიმე პერსონაჟია გამოსახული: პრინცესა რეინირა ტარგარიენი (ემა დარსი) და პრინცი დემონ ტარგარიენი (მეტ სმიტი); ლორდ კორლის ველარიონი (სტივ ტუსანი) და ელისენტ (ოლივია კუკი) და ოტო (რის აიფანსი) ჰაითაურები.

სერიალი ჯორჯ მარტინის წიგნზე „ცეცხლი და სისხლი“ იქნება დაფუძნებული, რომელიც 2018 წელს გამოვიდა. მასში ტარგარიენების დინასტიის ისტორიაა მოთხრობილი. შოუ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე - სამოქალაქო ომზე გააკეთებს აქცენტს, რომელიც ვესტეროში „თამაშების“ მოვლენებამდე 300 წლით ადრე მოხდა და „დრაკონების ცეკვის“ სახელწოდებით არის ცნობილი.

პროექტის შოურანერი რაიან კონდალია, საპილოტო ეპიზოდს კი მიგელ საპოჩნიკი გადაიღებს. პრემიერა კი 2022 წელს შედგება.

HBO-მ „დრაკონის სახლის“ პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა