თეგებით ძიება
06. 05. 2021 მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ G7-ის ქვეყნები ვაქცინის წარმოებას არ გაზრდიან

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ თუ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ვაქცინის წარმოებას არ გაზრდიან, კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს 2024 წლამდე გააწვალებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაქცინები უღარიბესი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

„თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ, მაშინ გლობალურ იმუნიტეტს 2024 წლამდე ვერ მივაღწევთ. კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ იქნება მანამ, სანამ გლობალური იმუნიტეტი არ იქნება. შეგვიძლია სიხარული გამოვხატოთ თითოეულ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპებით, მაგრამ ეს მხოლოდ ნაბიჯია გლობალური იმუნიტეტისკენ და ვირუსი თავისი ვარიანტებით ისევ აქ იქნება, ვიდრე გლობალურ იმუნიტეტს არ მივაღწევთ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, Covax-ის მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს მდიდარი ქვეყნები ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების წარმოებასა და განაწილებას აფინანსებენ, უფრო მეტი იმპულსი სჭირდება.

„მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაქცინები იმ ადამიანებმა მიიღონ, ვისაც ის სჭირდება. ეს მხოლოდ სოლიდარობის საკითხი არ არის. ეს საკუთარი ინტერესისა და ეფექტურობის საკითხია“, - განაცხადა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა