თეგებით ძიება
06. 05. 2021 მსოფლიო

სახელმწიფო მდივანი: უკრაინის საზღვართან რუსეთი კვლავ საფრთხეს წარმოადგეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანის მიუხედავად, რუსეთი უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს კვლავ წარმოადგენს.

„საფრთხე რჩება. რუსეთმა შეიარაღებული ძალების ნაწილი გაიყვანა, თუმცა სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინასთან საზღვარზე კვლავ რჩება. რუსეთს საკმაოდ მოკლე დროში შეუძლია აგრესიულად იმოქმედოს, თუ ამის გაკეთებას გადაწყვეტს. ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.

ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ უსაფრთხოების სფეროში უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერებას განიხილავს.

ამერიკული გაზეთი The New York Times-ი თეთრ სახლში მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯარების ნაწილის გაყვანის მიუხედავად, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 80 ათასი რუსი სამხედრო რჩება.

წყაროების ინფორმაციით, რუსეთმა შეიარაღებული ძალების ნაწილი მართლაც დააბრუნა მუდმივი განლაგების ადგილზე, თუმცა ბევრმა დანაყოფმა სამხედრო ტექნიკა ადგილზე დატოვა, რაც იმის სიგნალია, რომ მათ დაბრუნება შეუძლიათ, თუ მსგავს ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა