თეგებით ძიება
06. 05. 2021 მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირის ცალმხრივ სანქციებს უპასუხოდ არ დავტოვებთ

"რუსეთის ხელმძღვანელობის, პოლიტიკოსების, პარლამენტარებისა და კომპანიების მიმართ ევროკავშირის ცალმხრივ სანქციებს უპასუხოდ არ დავტოვებთ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთში ვიზიტის ფარგლებში.

„რუსეთის მიმართ მსგავს გამოხდომებს უპასუხოდ არ დავტოვებთ. გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით ცალმხრივი სანქციების დაწესება გადამდები გახდა. ეს წესი მოდაში აშშ-მა შემოიტანა, ხოლო ევროკავშირი კი მას სიამოვნებით იმეორებს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ყველაფრის უფლება აქვს, როდესაც რუსეთის საპასუხო სანქციების არალეგიტიმურობაზე საუბრობს.

„როდესაც ევროკავშირი ახალი სანქციებით გვემუქრება, ვფიქრობ, რომ შეუცდომლობის შეგრძნების გარდა, ევროკავშირი კიდევ ერთი მანიითაა შეპყრობილი - ვგულისხმობ დაუსჯელობის მანიას. ვფიქრობ, ეს გზა ჩიხამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა