თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე: თითქოს, ვეტო ერთადერთი გამოსავალია ეს სპეკულაციაა

"თითქოს, ვეტო ერთადერთი გამოსავალია, ეს არის ერთგვარი სპეკულაცია, რაც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვესმის ოპოზიციის მხრიდან", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით განხორციელებულ ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ მიერ მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.

„უფრო მეტიც, შესაბამისობაშია საუკეთესო დასავლურ პრაქტიკასთან. კითხვის ნიშნების დასმისთვის საფუძველი რეალურად არ არსებობს, თუმცა, თუ იქნება ინტერესი დისკუსიისთვის, მაშინ ჩვენ ბუნებრივია, ამისთვის მზად ვართ. პირველ რიგში, ჩვენ შევხედავთ შენიშვნებს, თუკი იქნება წარმოდგენილი.

ვეტოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა აქვს და პროცედურებს გავყვებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ის კანონი, რომელიც მივიღეთ, არის შესაბამისობაში ქართულ სტანდარტებთან, საუკეთესო დასავლურ პრაქტიკასთან და თითქოს, ვეტო ერთადერთი გამოსავალია, ეს არის ერთგვარი სპეკულაცია, რაც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვესმის ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა