თეგებით ძიება

მიხაილ როთი პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა. მიხაილ როთი აქციაზე დემონსტრანტებს გაესაუბრა.

მიხაელ როთის განცხადებით, მისი მიზანია მხარი დაუჭიროს ქართველებს, რომლებსაც სურთ, იცხოვრონ ევროპაში და არა რუსეთში.

„ჩემი პირველი მიზანია, რომ ვნახო ჩემი მეგობრები ისევ, რომ მივცე მოტივაცია და ვუთხრა მათ, არ არიან მარტო. მილიონობით ადამიანი, მილიონობით ერთგული ევროპელი და დემოკრატი მთელ ევროპაში, ისინი თქვენთან ერთად დგანან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. არ დანებდეთ, გთხოვთ, გააგრძელოთ მშვიდობიანი ბრძოლა ყველა ფასეულობისთვის. ეს არ არის შიდა დაპირისპირება ივანიშვილის რეჟიმთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ან ოპოზიციასთან. არა, არა და არა. ეს არის უზარმაზარი და ძალიან საშიში კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო ქართველებს, რომლებსაც სურთ, იცხოვრონ ევროპაში და არა რუსეთში. რეჟიმი ანგრევს ამ ქვეყანაში ხალხის ნათელ მომავალს. გულდასაწყვეტია, რომ ამდენმა ახალგაზრდამ, კარგად განათლებულმა, პროევროპელმა, არაჩვეულებრივმა ქართველი ხალხმა დატოვა საკუთარი ოჯახები, სახლი, მეგობრები, კომპანიები. ისინი ამ ქვეყანას ტოვებენ, რომ უკეთესი მომავალი შეიქმნან უცხოეთში. უკეთესია აქ ცხოვრება, მაგრამ მათ სურთ მეტი, ვიდრე ავტოკრატია, მეტი, ვიდრე ცხოვრების რუსული წესი. მათ სურთ ცხოვრების ევროპული გზა და სწორედ ამიტომ, ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი ხალხს აქ, საქართველოში“, – განაცხადა როთმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა