თეგებით ძიება
06. 05. 2021 მსოფლიო

ქალმა, რომელმაც არ იცოდა, ორსულად იყო, თვითმფრინავში იმშობიარა

ქალმა, რომელმაც დენვერი-ჰონოლულუს რეისზე იმშობიარა, არ იცოდა, რომ ორსულად იყო.

ლავინია მოუნგას მშობიარობის შესახებ "ტიკტოკიდან" გახდა ცნობილი - სოციალურ ქსელში ვიდეო თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა გააზიარა.

"არ ვიცოდი, რომ ორსულად ვიყავი და ეს ბავშვიც უცებ არსაიდან გაჩნდა," - განაცხადა ლავინია მოუნგამ ჰავაურ გამოცემასთან ინტერვიუში.

მოუნგამ შვილი, რეიმონდი ორსულობის 29-ე კვირაზე გააჩინა. საბედნიეროდ, თვითმფრინავის მგზავრებს შორის სამი კვალიფიციური მედპერსონალი იყო, რომლებიც ქალს მშობიარობაში დაეხმარნენ.

rustavi2.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა