თეგებით ძიება
07. 05. 2021 მსოფლიო

რაში ადანაშაულებენ რუსეთის მოქალაქეებს?

ბულგარეთის პროკურატურამ 2011, 2015 და 2020 წლებში საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქების ოთხ ინციდენტში ეჭვმიტანილად რუსეთის 6 მოქალაქე ცნო.

ბულგარეთის პროკურატურის ინფორმაციით, ოთხივე შემთხვევაში, სამხედრო პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოსა და უკრაინაში ექსპორტისათვის.

პირველი შემთხვევა 2011 წლის ნოემბერში დოლნი დოლის დასახლებასთან მოხდა, სადაც სავაჭრო კომპანია „ემკოს“ საწყობში აფეთქება მოხდა. მეორე შემთხვევა 2015 წელს სოფელ იგანოვოში მოხდა, სადაც ვაზოვის მანქანათმშენებლობის ქარხანაში გაისმა აფეთქების ხმა. მესამე ინციდენტი ასევე 2015 წელს დაფიქსირდა, იმავე ტერიტორიაზე. მეოთხე კი 2020 წელს ქალაქ მაგლიჟში, „არსენალ-კაზანლიკის“ ქარხანაში, კაფსულ-დეტონატორის საწყობში მოხდა.

ბულგარეთის პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ რუსეთის მოქალაქეების მიზანი იყო, შეეფერხებინათ სამხედრო პროდუქციის საქართველოსა და უკრაინისთვის მიწოდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა