თეგებით ძიება
07. 05. 2021 მსოფლიო

ავსტრალია ინდოეთიდან მოქალაქეების დაბრუნებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს

ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საკუთარი მოქალაქეების ინდოეთიდან დაბრუნებაზე დაწესებული შეზღუდვები უქმდება, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

15-დან 31 მაისამდე, ინდოეთიდან მოქალაქეების დასაბრუნებლად, სამი ჩარტერული ფრენა შესრულდება. კომერციული ფრენების აღდგენა, ჯერჯერობით, დამტკიცებული არაა.

ავსტრალიის მთავრობის ინფორმაციით, ინდოეთში ბინადრობის უფლების მქონე 9 ათასამდე ავსტრალიელი ცხოვრობს.

ავსტრალიამ ინდოეთიდან ფრენები აპრილში აკრძალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა