თეგებით ძიება
07. 05. 2021 მსოფლიო

გერმანიაში ლუკაშენკოს გასამართლებას მოითხოვენ

ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ გერმანიის პროკურატურაში სარჩელი შევიდა.

სარჩელს ხელს აწერს ოთხი გერმანელი იურისტი, რომლებიც ალექსანდრე ლუკაშენკოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ამხელენ.

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პაველ ლატუშკო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს იქნება ლუკაშენკოს რეჟიმის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესაძლებლობა.

ლატუშკოს თქმით, გერმანიის პროკურატურისადმი მიმართვა ღია სიგნალია მათთვის, ვინც ბელარუსის ხელმძღვანელთან და მის რეჟიმთან თანამშრომლობას გეგმავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა