თეგებით ძიება
07. 05. 2021 მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი: „რესპუბლიკური პარტია“ დონალდ ტრამპის გარეშე წინსვლას ვერ შეძლებს

სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დონალდ ტრამპის გარეშე წინსვლას ვერ შეძლებს.

ამჟამად „რესპუბლიკური პარტია“ პარტიის კონფერენციის თავმჯდომარის პოსტიდან კონგრესმენი ლიზ ჩეინის გადაყენებას ცდილობს, რომელიც დონალდ ტრამპის კრიტიკოსია.

„ჩემს „რესპუბლიკელ“ კოლეგებს უბრალოდ ვუთხარი, შეგვიძლია ტრამპის გარეშე წინსვლა? პასუხი უარყოფითია. მე ყოველთვის მომწონდა ლიზ ჩეინი, მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ვერ განვითარდება პრეზიდენტ ტრამპთან ერთად. მე კი გადავწყვიტე, რომ ჩვენ მის გარეშე ვერ განვვითარდებით“, - აღნიშნა ზსენატორმა ლინდსი გრემმა.

17 თებერვალს სენატორმა ლინდსი გრემმა „რესპუბლიკელ“ კოლეგებს იმის გააზრებისკენ მოუწოდა, რომ დონალდ ტრამპის გარეშე პარტია უმარავლესობაში დაბრუნებას ვერასდროს შეძლებს.

„შევეცადოთ ერთად ვიმუშაოთ, გავაცნობიეროთ, რომ პრეზიდენტი ტრამპის გარეშე, ჩვენ უმრავლესობაში დაბრუნებას ვერასდროს შევძლებთ. ან ცალკე დავრჩებით, ან ერთად დავდგებით, როგორც „რესპუბლიკელები“, - აღნიშნა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა