თეგებით ძიება
08. 05. 2021 მსოფლიო

22-ტონიანი ჩინური რაკეტა დედამიწაზე, შესაძლოა, დღეს ჩამოვარდეს

22-ტონიანი ჩინური რაკეტა, რომელიც მწყობრიდან არის გამოსული, დედამიწაზე შესაძლოა დღეს ჩამოვარდეს. რაკეტის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი წყნარი ოკეანის ნეიტრალური წყლებია.

სპეციალისტების განმარტებით, რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას უნდა დაიწვას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინური რაკეტის ჩამოვარდნა დიდი ალბათობით რაიმე ზიანს არ გამოიწვევს.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა 30 მეტრის სიგრძის Long March 5B კოსმოსში 29 ათასი კმ/სთ სიჩქარით უკონტროლოდ გადაადგილდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა