თეგებით ძიება
08. 05. 2021 მსოფლიო

ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 205 ადამიანი დაშავდა

იერუსალიმში, ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, სულ მცირე, 205 პპალესტინელი დაშავდა.
ისრაელის ცნობით, დაშავებულია ასევე 6 ებრაელი პოლიციელია.

დაპირისპირების შემდეგ, "წითელმა ნახევარმთვარემ" საველე ჰოსპიტალიც მოაწყო.

დაპირისპირება ალ-აქსას მეჩეთთან და შეიხ ჯარაჰის რაიონში პარასკევს მოხდა. ათასობით პალესტინელი პარასკევს დილით მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოცვისთვის შეიკრიბა, მათი უმეტესობა ლოცვის დასრულების შემდეგ არ დაიშალა და შეიხ ჯარაჰის რაიონში მდებარე სახლებიდან პალესტინელების შესაძლო გასახლების ფაქტი გააპროტესტა.

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და მანათობელი ყუმბარები გამოიყენა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა