თეგებით ძიება
08. 05. 2021 მსოფლიო

ცნობილია ქვეყანა, სადაც შესაძლოა ჩინური რაკეტა ჩამოვარდეს

დედამიწის მიმართულებით უკონტროლოდ მოძრავი 22-ტონიანი ჩინური რაკეტის "Long March 5B"-ის ერთი ან რამდენიმე ნამსხვრევი, შესაძლოა, იტალიაში ჩამოვარდეს. ინფორმაციას italy24news ავრცელებს.

საუბარია ქვეყნის 9 რეგიონიდან რომელიმეზე - უმბრია, ლაციო, აბრუცო, მოლიზე, კამპანია, ბაზილიკატა, აპულია, კალაბრია, სიცილია და სარდინია.

გავრცელებული ინფორმაციით, უკონტროლო ჩინური რაკეტა დედამიწის ატმოსფეროში 9-10 მაისს შევა. თავად ჩინეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რაკეტის ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება და ნაკლებად სავარაუდოა რაიმე ზიანი გამოიწვიოს, პენტაგონში კი ამბობენ, რომ თვალს ადევნებს მისი მოძრაობის ტრაექტორიას.

ცნობისთვის მსგავსი შემთხვევა ერთი წლის წინ მოხდა, “Long March 5B” აფრენიდან ზუსტად 6 დღეში ჩამოვარდა. რაკეტის ნამსხვრევები აფრიკაში ჩამოვარდა, რამაც სახლების და სოფლების დაზიანება გამოიწვია.

ჩინური მხარის განმარტებით, რაკეტა ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა