თეგებით ძიება
09. 05. 2021 მსოფლიო

ჩინური რაკეტის ნაწილები დედამიწაზე ჩამოცვივდა

უკონტროლო ჩინური რაკეტა "Long March 5B"-ის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა.

21-ტონიანი რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვა.

ჩინეთმა რაკეტა 28 აპრილს გაუშვა და ამით საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობა დაიწყო, თუმცა ის მწყობრიდან გამოვიდა.

ვარაუდობდნენ, რომ რაკეტის ნარჩენები წყნარ ოკეანეში ჩაიყრებოდა. ასევე, არ გამოირიცხებოდა ვერსია, რომ ერთი ან რამდენიმე ნაწილი იტალიაშიც ჩამოვარდნილიყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა