თეგებით ძიება
10. 05. 2021 მსოფლიო

დაბადების დღის წვეულებაზე, შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი მოკლა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ კოლორადო-სპრინგზში, დაბადების დღის წვეულებაზე, შეიარაღებულმა პირმა ჯერ 6 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა, - ამის შესახებ BBC წერს.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მოკლულის მეგობარი ბიჭია. დღესასწაული ტრაილერში მოწყობილ მობილურ სახლში იმართებოდა და სროლისას მასში ბავშვებიც იყვნენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაშავებულა, ყველა დაღუპული ზრდასრული ადამიანია.

თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა